თეგებით ძიება
29. 08. 2021 მსოფლიო

ავღანეთში თალიბებმა მომღერალი ჩაცხრილეს

რადიკალური დაჯგუფება "თალიბანის" წევრებმა, ავღანეთში ადგილობრივი მომღერალი, ფავად ანდარაბი მოკლეს. მუსიკოსი დაჯგუფების მებრძოლებმა სახლიდან გამოათრიეს და ჩაცხრილეს. ინფორმაციას მოკლულის შვილი ადასტურებს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მომღერალი თავისი შმოქმედებით "თალიბანის" მოწინეღმდეგეების მხარდაჭერას გამოხატავდა. თალიბების აზრით, მისი სიმღერები "ისლამს ეწინააღმდეგებოდა".

14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთში სამშვიდობო მისიის დასრულების შესახებ განაცხადა. ამის შემდეგ "თალიბანმა" დაიწყო ავღანეთზე კონტროლის დასამყარებლად მასშტაბური ოპერაცია. 15 აგვისტოს ისინი ქაბულში უბრძოლველად შევიდნენ, რის შემდეგაც ქვეყნის პრეზიდენტმა, აშრაფ განიმ ავღანეთი დატოვა. 16 აგვისტოს კი დაჯგუფებამ ავღანეთში ომი დასრულებულად გამოაცხადა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა