თეგებით ძიება

"ასეთი კარგი გოგო წაგვართვა კოვიდმა" - არჩილ გამზარდია

ტელეწამყვანი და ანალიტიკოსი, არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში წერს, რომ კორონავირუსით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.

"ასეთი კარგი გოგო, ჩემი სტუდენტის მეუღლე წაგვართვა კოვიდმა. დიეგო სამუშია, გამაგრდი ჩემო ძმაო", - წერს არჩილ გამზარდია ფეისბუქზე.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 2470 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 46 ადამიანი. საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 598 396-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 565 773 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 8621 პაციენტი ემსხვერპლა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა