ბოლო 24 საათში კორონავირუსით 46 ადამიანი გარდაიცვალა – რამდენია ინფიცირებული
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 2470 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 46 ადამიანი, ხოლო 2243 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 598 396-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 565 773 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 8621 პაციენტი ემსხვერპლა.