შოვში დაღუპულთა შორის იდენტიფიცირებულია კიდევ ერთი პირი
შოვში დაღუპულთა შორის იდენტიფიცირებულია კიდევ ერთი პირი - მანანა ჯაჭვაძე.
ჯაჭვაძე სტიქიის ადგილას შვილთან - მარინა ხორბალაძესთან - და 4 წლის შვილიშვილთან ერთად იმყოფებოდა. ბავშვის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება - მაშველები 4 წლის გიორგის ჯერ კიდევ ეძებენ.
„რაჭის ტრაგედიამ გაიყოლა ჩემი სული და გული, წამიყვანეთ თქვენთან, აქ რატომ დამტოვეთ სატანჯველად...“, - წერს გივი ბერიანიძე.