"კოვიდის ახალი ვარიანტი საკმაოდ "რთული" იქნება... ვიყოთ მზად…" -გიორგი ფხაკაძე გვაფრთხილებს
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე კოვიდ-19-ის ახალ ვარიანტზე სოციალურ ქსელში წერს და საზოგადოებას მზადყოფნისკენ მოუწოდებს.
"სამწუხაროდ, კოვიდი არსად წასულა და ჩინეთის დღევანდელი მდგომარეობა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ კოვიდთან ომი ჯერ მოგებული არ არის.
ერთი რამ ნათელია - ყველა ქვეყნის დაავადებათა კონტროლის ცენტრები უნდა გაძლიერდეს, უკეთესი სტაბილური დაფინანსებით და, შესაბამისად, უფრო მაღალი კვალიფიკაციის საშტატო ერთეულების გაზრდით. ასევე, ნათელი გახდა, რომ ეს სტრუქტურები უნდა იყოს აპოლიტიკური და ეფუძნებოდეს მხოლოდ მეცნიერულ მტკიცებულებებს და არა პოლიტიკურ “ამინდს”.
საქართველოში კი, ამდენი ხანია, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტირი ვერ დანიშნეს…
პ.ს: კოვიდის ახალი ვარიანტი, რომელიც საკმაოდ “რთული”რომ იქნება, ამის ალბათობა არის საკმაოდ მაღალი და ამიტომ უნდა მაგრამ, როგორც ჩანს, საკუთარ შეცდომებზე ვერ ვსწავლობთ, ეს მხოლოდ წიგნებშია, რეალურ ცხოვრებაში კი ….. მე ისევ მომიწევს ტელევიზიებში გამოსვლები ….
#drpkhakadze
#გიორგიფხაკაძე