თეგებით ძიება

ბათუმის McDonald's-ი მსოფლიოში ქსელის ულამაზეს რესტორნებს შორის მეხუთე ადგილზეა - top-15

ბრიტანულმა The Sun-მა მსოფლიოში McDonald's-ის 15 ულამაზეს რესტორანს შორის ბათუმის McDonald's-იც დაასახელა.

გამოცემის შეფასებით, ბათუმის McDonald's შავი ზღვის სანაპიროზე ქსელის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი დაწესებულებაა.

“მას აქვს დახვეწილი, თანამედროვე სტრუქტურა მოხრილი მინის კედლებით და მისი თანამედროვე დიზაინი მიმდებარე ბუნებრივ ლანდშაფტთან არის კონტრასტში,” - წერს The Sun .

ამასთან, გამოცემა იხსენებს, რომ “2014 წელს ამ მრავალწახნაგოვანმა სტრუქტურამ არქიტექტურის ვებგერდ ArchDaily-სგან “საუკეთესო კომერციული შენობის” ჯილდო მიიღო.”

ბათუმის გარდა, მსოფლიოს ულამაზესი McDonald's-ებია:

ბრეის (ირლანდია)

ბუდაპეშტის (უნგრეთი)

პორტუს (პორტუგალია)

მადრიდის (ესპანეთი)

ხანჩჟოუს (ჩინეთი)

კრისტიანსანის (ნორვეგია)

სიდნეის (ავსტრალია)

პარიზის (საფრანგეთი)

ბარსელონას (ესპანეთი)

ბელემის (პორტუგალია)

როტერდამია (ნიდერლანდები)

როსველის (ახალი მექსიკა)

მელბურნის (ავსტრალია)

დაუნიის (კალიფორნია)

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს 15 ულამაზესი McDonald's-ის სიაში ბათუმის რესტორანი რიგის მიხედვით მეხუთეა და ბრეის, ბუდაპეშტის, პორტუს და მადრიდის McDonald's-ებს მოსდევს.

ცნობისთვის: ბათუმის McDonald's-ის შენობის არქიტექტურა შუშის 460 პანელით არის დაფარული, ხოლო მთელი შენობის გარშემო აუზია, რომლის სარკისებრი ზედაპირი შენობის ფასადის ფორმებს ირეკლავს. ფასადის ნაწილი მთლიანად ფარავს ბენზინგასამართ სადგურს, რომელიც ისე მუშაობს, რომ McDonald's-ის სტუმრებს საერთოდ არ აწუხებს. შენობის დიზაინერი გიორგი ხმალაძეა, რომელსაც განათლება ჰარვარდში აქვს მიღებული და რამდენიმე საერთაშორისო კონკურსი აქვს მოგებული.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა