რა სიმპტომები აქვს კოვიდის ახალ შტამს? - ეს უნდა იცოდეთ
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიოში კოვიდის კიდევ ერთი ახალი ვარიანტი, სახელწოდებით ერისი გავრცელდა.
ახალი შტამი სწრაფად ვრცელდება, როგორც დიდ ბრიტანეთში, ასევე აშშ-ში და ამ ქვეყნებში ინფიცირებული ადამიანების ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების ზრდა გამოიწვია.
ინგლისში, ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ახალ შტამს აქვს ომიკრონის მსგავსი სიმპტომები. კერძოდ, ის იწვევს
ცხვირიდან გამონადენს ან პირიქით, სუნთქვის გაძნელებას, თავის ტკივილს, დაღლილობას, ცემინებას, ყელის ტკივილს, ხველას და ყნოსვის შეგრძნების ცვლილებებს.