თეგებით ძიება

"მშობლებს წინ უდევთ 12 წლის გოგოს ცხედარი და თავზე დასძახიან, შენი შვილი, უპატრონოდ გყავდა ეზოში მიგდებული და იმიტომ მოკლავდნენო" - რას წერს თამო კეშელავა?

ჟურნალისტი, თამო კეშელავა სოციალურ ქსელში წერს, რომ თბილისში 12 წლის ბავშვის დაღუპვა ყველასთვის დიდი ტკივილია, თუმცა საზოგადოების ნაწილი ბავშვის მშობლების მიმართ უსამართლოა.

"მშობლებს წინ უდევთ 12 წლის გოგოს ცხედარი და თავზე დასძახიან, შენი შვილი, უპატრონოდ გყავდა ეზოში მიგდებული და იმიტომ მოკლავდნენო...

ისიც დაამატეს, ამ პატარა გოგოებს, ან როგორ აცვიათო, ან როგორ თამამად იქცევიანო, ან როგორი ფერის მანიკური უსვიათო...

ვინ განსაზღვრა რას ქვია თამამი ქცევა და რას ნიშნავს, იქნებ ქუჩაში სიცილია თამამი ქცევა მათთვის, ვინ იცის. 

ვინ განსაზღვრა, რა უნდა ეცვათ და როგორ? პრემიერის სიტყვების გამეორებას ცდილობენ, ალბათ!

მერე ვიღაცას პუტჩისტს დაუძახებენ. 

12 წლის ბავშვის მკვლელობის მიზეზის ძებნას რომ იწყებ და მშობლების ბრალეულობამდე მივა შენი ფიქრი, მერე კი, ამის დაწერასაც გადაწყვეტ, რომ საზოგადოებაც მიიყვანა ამ აზრამდე, ამას არ აქვს სახელი და თუ მაინც აქვს, არ მინდა ვიცოდე. 

ნაცვლად იმისა, რომ იკითხონ, 21–ე საუკუნეში, კორპუსსა და კორპუსს შორის ეზო, რატომაა გაუნათებელი, ისეთ წერილებს წერენ, მოძალადეებს რომ ეამებათ, მოძალადეები რომ წახალისდებიან!

აბა, რა, თამამად იქცეოდა, ალბათ, ისე ეცვა, როგორც პრემიერს და თქვენ არ მოგეწონებოდათ, ისეთი მანიკური ესვა, ალბათ, როგორსაც არ მოიწონებდით, თუ არადა, ერთ–ორ წელიწადში მაინც ჩაიცმევდა ისე, თქვენ რომ არ მოგეწონებოდათ, ერთ–ორ წელში შეიძლებოდა აქციაზეც გასულიყო, შეიძლებოდა მარო მაყაშვილის სახელობის სტიპენდიანტი გამხდარიყო, შეიძლებოდა მომავალი ქონოდა, მაგრამ, აბა, მშობლებმა ეზოში ჩაუშვეს და რა ექნა მკვლელს? 

გლოვის უპატივცემულობაზეც იგივე ხალხი დაწერს მერე, მკვლელის ცოცხლად დაწვასაც იგივე ხალხი მოითხოვს...", - წერს კეშელავა.

2023 წლის 17 მარტს, დიდ დიღომში 12 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს. ერთი ვერსიით, ის მ ოკლეს, სხვა ვერსიით, კი მასს საჭმელი გადაცდა და გაიგუდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ  ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა