თეგებით ძიება

რომელი ცნობილი პარლამენტარის შვილია “პრაიმ ჰაუსელი” თამარ ახალკაცი?

„პრაიმ ჰაუსის“ მეოთხე სეზონს ერთი გამოკვეთილი მონაწილე უკვე ჰყავს, ეს თამარ ახალკაცია.

თამარმა "პრაიმტაიმთან" საკუთარ ოჯახზე ისაუბრა.

"მამამ ბოლო წლებია, გადაწყვიტა, რომ პირდაპირ კაბინეტიდან ამდგარიყო და სოფლად გადასახლებულიყო. გორში ძალიან დიდი მიწები გვაქვს. ახლა მას საქონლის, ჰოლანდიური ჯიშის ფერმები აქვს და საკმაოდ წარმატებულად აგრძელებს საქმიანობას. აქვს ძალიან დიდი ღვინის მარანი...

მამა მთელი ცხოვრება მერიაში მუშაობდა, ასევე, ჰქონდა ბიზნესიც. უზარმაზარ ტერიტორიებს ფლობდა, რომელსაც შემდგომ ქირაობდნენ. 

რაც შეეხება დედას, მანანა მათიაშვილი - მთელი ცხოვრება პარლამენტის დეპუტატი იყო. შემდეგ გადაწყვიტა, რომ მოსკოვში წასულიყო, აიხდინა ოცნება და უზარმაზარი რესტორანი გახსნა, რომელიც კრემლში, მსოფლიოდან ჩამოსულ დეპუტატებს მასპინძლობდა.

სამწუხაროდ, ჩვენი რესტორანი რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაყადაღდა და დღემდე ამ მდგომარეობაშია. სასამართლო დავები გრძელდება და დიდი იმედი მაქვს, რომ დავიბრუნებთ.

მეც ვოცნებობ. რომ საქართველოში საკუთარი რესტორანი მქონდეს. თუმცა, ჩემი რესტორანი სულ მალე უმასპინძლებს ყველას. მზადების პროცესშია...“, - განაცხადა თამარ ახალკაცმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა