13 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ვერძი
მოსალოდნელი შეცდომებისა და გაუგებრობების გამო, უმჯობესია რომ მგზავრობისგან თავი შეიკავოთ და ეს ამბავი უფრო შესაფერისი დროისთვის გადადოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სამსახურში კონფლიქტებს მოერიდოთ და კოლეგებს არ ენდოთ. გახსოვდეთ, რომ თქვენს გარშემო ბევრი შურიანი და არაკეთილგანწყობილი ადამიანია. დამქანცველი დღის შემდეგ სრული უფლება გაქვთ, რომ საღამოს ტელეფონი გამორთოთ და ოჯახთან ერთად დრო სასიამოვნოდ გაატაროთ. ელოდეთ სასიამოვნო სიახლეს – შესაძლოა, თქვენთან შორეული ნათესავი ჩამოვიდეს.
კურო
არსებობს გაცივების რისკი, ამიტომ ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. ეცადეთ, თბილად ჩაიცვათ და ორპირ ქარს მოერიდოთ. ცხელი აბაზანა და ჟოლოს ჩაი ისაა, რაც ახლა ყველაზე მეტად გჭირდებათ. თუ რამე არ იცით, რჩევა მეგობარს ან კოლეგას ჰკითხეთ და ნურც საკუთარი აზრის გამოხატვის შეგეშინდებათ, თუნდაც ის ვიღაცისთვის მიუღებელი იყოს.
ტყუპები
ნუ მოიწყენთ, თუ რაღაც არ გამოგდით. გახსოვდეთ, რომ ცუდი განწყობა შინაგან განცდებს აძლიერებს და ხშირად ჯანმრთელობის გაუარესებას იწვევს. ცუდი განწყობა შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ გადაიღალეთ. ნუ დაივიწყებთ პირობას, რომელიც საყვარელ ადამიანს მიეცით – მისი ასრულების დროა.
კირჩხიბი
კირჩხიბებო, რთული დღე გელით, მაგრამ ეცადეთ დამშვიდდეთ. ამ დღეს უმჯობესია ნაკლები ილაპარაკოთ და მეტი უსმინოთ. თუ შესაძლებელია, გირჩევთ გარემო შეიცვალოთ. შესანიშნავი დღეაა მეგობრებთან ერთად გართობისთვის, თუმცა სასურველია, რომ ხალხმრავალ ადგილებს მოერიდოთ. გახსოვდეთ, რომ ცხოვრება ბევრად უფრო ადვილია, როდესაც საკუთარ განცდებს საყვარელ ადამიანებს უზიარებთ.
ლომი
ხელსაყრელი დღეა ახალი წამოწყებებისთვის. ამ დღეს მხოლოდ ის უნდა აკეთოთ, რაც სიამოვნებას განიჭებთ. გირჩევთ რუტინას ცოტა ხნით მოწყდეთ და ნამდვილი დასვენებისთვის განეწყოთ – ასეთი განტვირთვა მხოლოდ სასარგებლო იქნება. ხელსაყრელი დღეა რომანტიკული პაემნების, ფლირტისა და შეხვედრებისთვის.
ქალწული
შესანიშნავი დღეა, შეგიძლიათ დილა ღიმილითა და გემრიელი ყავით დაიწყოთ. ამ დღეს რაც არ უნდა გააკეთოთ, ყველაფერი საუკეთესოდ გამოგივათ. ეცადეთ ეს უნარი თქვენთვის სასიკეთოდ გამოიყენოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საღამო მარტოობაში გაატაროთ და თქვენს ღირებულებებზე დაფიქრდით.
სასწორი
მშვენიერი დღეა საკუთარი თავის გასაცნობად. ეცადეთ მთელი ყურადღება საკუთარ გრძნობებსა და ემოციებზე გადაიტანოთ. ნაკლები ილაპარაკეთ, რადგან შეიძლება თქვენმა სიტყვებმა ვიღაცას გული ატკინოს, რის გამოც ნდობის აღდგენას დიდი დრო დასჭირდება. შესაძლოა, კოლეგებთან ურთიერთობაში უთანხმოება წარმოიშვას. შეეცადეთ, პრობლემის მიზეზები გაარკვიოთ და გამოსავალსაც იპოვით.
მორიელი
თავი შეიკავეთ საკუთარ ცხოვრებაში სიახლეების შეტანისგან, თუნდაც გეგონოთ, რომ ეს გარკვეული პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ. ახლა ცვლილებები მხოლოდ ცხოვრებას გაგირთულებთ. მეგობრებისა და ახლობლების დახმარებაზე უარს ნუ იტყვით. შეეცადეთ მოვლენების ცენტრში იტრიალოთ. დღეს შეგიძლიათ, რომ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ.
მშვილდოსანი
ახალ ნაცნობებთან ურთიერთობაში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. არ არის გამორიცხული, რომ ამ ადამიანებმა კრიმინალურ სფეროში ჩაგითრიონ. საკუთარი სიტყვები აკონტროლეთ და სხვისი საიდუმლო არ გაამხილოთ. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი ინფორმაცია შეიძლება თქვენს წინააღმდეგ გამოიყენონ. დღევანდელი დღის საუკეთესო გადაწყვეტილება ახალ ნაცნობობაზე უარის თქმა იქნება, თუნდაც გეგონოთ, რომ ეს ადამიანი სარგებელს მოგიტანთ.
თხის რქა
ეს დღე ახალი გეგმებისა და იდეების განხორციელებისთვის შესაფერისი არ არის. ფრთხილად იყავით - შესაძლოა, მეგობრების ღალატის მსხვერპლი გახდეთ. ამ დღეს მხოლოდ უახლესი და ძალიან ხარისხიანი პროდუქტები უნდა მიირთვათ, რადგან არსებობს ინტოქსიკაციის საფრთხე. ტრამვული დღეა, ამიტომ სასურველია, რომ საღამო სახლში გაატაროთ.
მერწყული
ამ დღეს იღბალი გაგიღიმებთ და რთული სიტუაციიდან იდეალურად სწორ გადაწყვეტილებას იპოვით. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობებში შეიძლება გაუგებრობა წარმოიშვას. ამ სიტუაციიდან გამოსავალს მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით იპოვით. გირჩევთ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ - ამინდის მიხედვით ჩაიცვათ და სწორად იკვებოთ.
თევზები
რთული და პრობლემებით სავსე დღეა. განსაკუთრებული სიფრთხილე გზაზე და საზოგადოებრივ ტრანსპორტში უნდა გამოიჩინოთ. შეიძლება მოულოდნელი სირთულეები შეგექმნათ საბუთებთან მუშაობისას. საქმიანი მოლაპარაკებები და შეხვედრები თქვენთვის არახელსაყრელი შედეგით დასრულდება. ყურადღება მიაქციეთ უჩვეულო წვრილმანებს – შესაძლოა, ბედი ნიშნებს გიგზავნით.