თეგებით ძიება

რა შეცდომები არ უნდა დაუშვათ სამზარეულოს დაგეგმვისას

თანამედროვე სამზარეულო უფრო მეტია, ვიდრე პროდუქტების დამუშავებისა და კერძების დაგემოვნების ადგილი. როგორ დიზაინსაც არ უნდა ანიჭებდეთ უპირატესობას, მთავარია, ეს სივრცე მაქსიმალურად კომფორტულად მოაწყოთ და ეს 6 შეცდომა არ დაუშვათ. 

1. კარის არასწორი მიმართულებით გაღება

სამზარეულოს კარი შეიძლება ოთხი განსხვავებული ხერხით დამონტაჟდეს. როგორც წესი, ყველა ცდილობს კარი ისე დაამონტაჟოს, რომ ის ოთახში და არა დერეფანში გაიღოს, მაგრამ თუ ოთახი (ამ შემთხვევაში სამზარეულო) ძალიან პატარაა, პრობლემა პრობლემად რჩება. კიდევ უფრო ცუდია, თუ გაღებისას კარი ავეჯს ან თუნდაც აბაზანის ნიჟარას ხვდება. ამ შემთხვევაში მუდმივ სტრესში ცხოვრება უზრუნვეყოფილი გაქვთ. ამის თავიდან ასაცილებად, ზოგი ადამიანი გასაწევი კარის დამონტაჟებას არჩევს. 

2. ადგილობრივი განათების ნაკლებობა

სამზარეულოს სამუშაო ზონას ყოველთვის ადგილზე განათება სჭირდება. ამის გარეშე ვრცელი სამზარეულოს ამა თუ იმ ადგილის გამოყენება უბრალოდ შეუძლებელია. ამ საქმისთვის ერთი სანათი საკმარისი არაა.

3. ბარის სკამი გრძელი ფეხებით

სამზარეულოს ბარი მშვენიერი იდეაა, მაგრამ ბარის სკამებთან დაკავშირებით ყოველთვის პრობლემები იქმნება. მცირე ზომის სამზარეულოსთვის დღეს ოთხფეხა, გაშლილ სკამებზე მოხერხებულად ერთფეხა სკამები ითვლება. ასევე, შეზღუდული სივრცის პირობებში ზურგიან სკამებზე მოხერხებული ტაბურეტებია.

4. გაზქურა და მაგიდა სამზარეულოს კუნძულზე 

თუ სამზარეულოს კუნძულის ერთ მხარეს მაგიდას დაამონტაჟებთ,  მეორე მხარეს კი გაზქურას, მოემზადეთ იმისთვის, რომ მოთუხთუხე ქვაბის ან მოშიშხინე ტაფის წინ საუზმობა და სადილობა მოგიწევთ, რაც არც ისე უსაფრთხო და მოსახერხებელია. აღარაფერს ვიტყვით წყლის ნიჟარაზე, საიდანაც მუდმივად წყლის შხეფეხებს უნდა ელოდოთ. ასე რომ თუ კომფორტულად სადილობა მოგწონთ, უმჯობესია სადგამი მაგიდის გარეშე დაამონტაჟოთ. 

5. უსწორმასწორო კედლები

ნუ დაზოგავთ დროს და სახსრებს კედლების გასწორებაზე, რადგან დროთა განმავლობაში, უსწორმასწორო კედლებიდან ფილები უბრალოდ ჩამოცვივდება და ყველაფრის თავიდან გაკეთება მოგიწევთ. 

6. ძვირადღირებული მაცივარი

რა უნდა იყოს სამზარეულოში უახლესი მოდელის, ძვირადღირებულ ნივთზე უფრო სასიამოვნო? მაგრამ ზოგჯერ მაღალი ფასი არ ნიშნავს, რომ ნივთი მოსახერხებელია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე გვერდითი საყინულეს მქონე, side-by-side მაცივრებს ეხება, რომლებსაც ბევრი კარის მოუხერხებელი ფორმის გამო უჩივის. ეცადეთ ოქროს შუალედი იპოვოთ ანუ გამოცდილი ბრენდის  ხარისხიანი მაცივარი შეარჩიოთ, მაგრამ არა უახლესი მოდელის. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა