თეგებით ძიება
11. 01. 2025 მსოფლიო

ბაიდენმა META-ს მიერ ფაქტების გადამოწმების პროგრამის შეჩერებას სამარცხვინო უწოდა

კომპანია META-ს მიერ ფაქტების გადამოწმების პროგრამის შეჩერებას სამარცხვინო უწოდა თეთრი სახლის ლიდერმა. ჯოზეფ ბაიდენმა განაცხადა, რომ კომპანიის გადაწყვეტილება ამერიკულ ფასეულობებს ეწინააღმდეგება, - იუწყება CNN-ი.

„ეს არის იმ ყველაფრის საპირისპირო, რასაც წარმოადგენს ამერიკა. ჩვენ გვინდა გითხრათ სიმართლე. შეიძლება ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის ასე არ იყო, მაგრამ გვინდა მოგაწოდოთ სიმართლე. იდეა, რომ მილიარდერს შეუძლია იყიდოს რამე და თქვას - იცით რა, ამ გადმოსახედიდან ჩვენ აღარ ვაპირებთ ფაქტების გადამოწმებას, როდესაც მილიონობით ადამიანი კითხულობს, ნახულობს სხვადასხვა ინფორმაციას ინტერნეტში, ეს უბრალოდ სამარცხვინოა“, - განაცხადა ბაიდენმა.

CNN-ის ცნობით, კომპანია META-ს დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ცუკერბერგმა მიბაძა თავის კოლეგას ილონ მასკს, რომელმაც სოციალური ქსელის X-ის ყიდვის შემდეგ, 2022 წელს მოახდინა იმ ჯგუფების რეფორმირება, რომლებიც ფაქტების გადამოწმების მიმართულებით მუშაობდნენ და შემოიღო კონტექსტური ნიშნულები, რომლებსაც თავად მომხმარებლები ქმნიან. ეს ნიშნულები ერთადერთი მეთოდია ცრუ მტკიცებულებების გამოსასწორებლად პლატფორმაზე.

ცნობისთვის, ფაქტების გადამოწმების პროგრამა 2016 წელს არჩევნების შემდეგ შემოიღეს და ის კონტენტის მართვისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ გამოიყენებოდა, თუმცა, მოგვიანებით კომპანიის ხელმძღვანელობამ აღიარა, რომ სისტემა თავის დროზე „პოლიტიკური ზეწოლის“ შედეგად შემოიღეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა