თეგებით ძიება

"ძალიან ბანალურად დაიწყო ეს ისტორია...გოგომ გაიარა, ულამაზესმა... მარცხენა ფეხს რაღაცნაირად "მიათრევდა" - გურამ შეროზია

ბლოგერი, გურამ შეროზია სოციალურ ქსელში ახალ სიმღერაზე წერს და განმარტავს, რა გახდა მისი შექმნის შთაგონების წყარო.

"ძალიან ბანალურად დაიწყო ეს ისტორია, თამარ მეფეზე შაურმის რიგში ვიდექი, როცა გოგომ გაიარა, ულამაზესმა...
მარცხენა ფეხს რაღაცნაირად "მიათრევდა", არ დამავიწყდება ხალხის მზერა რაღცნაირი "ვაი დედა შვილოს განწყობით".
გოგონას არ ადარდებდა, თავი მაღლა ჰქონდა აწეული, ჭრელი ლამაზი კაბა ეცვა და ალბათ წამითაც არ გაუფიქრებია, რომ ვინმეს რამით ჩამოუვარდებოდა. ასეც იყო ...

გამახსენდა შშმ პირები, რომლებსაც სახლებში მალავენ, გამახსენდა ყველა ის ცუდი რამ, რასაც სილამაზის სტანდარტები "გვიშავებს" და გონებაში თავისით დაიწყო სიტყვებმა და მელოდიამ თამაში:

- ლამაზი ვარ, რაც გინდათ თქვით!
ასე შეიქმნა სიმღერა "ლამაზი", საოცარი პერსონაჟებიც მალევე ვიპოვეთ და კლიპიც დასრულებულია. და რაც მთავარია, გვახსოვდეს, რომ ყველა ჩვენებურად ლამაზი ვართ, მანამ, სანამ თავს ვუვლით, ბედნიერებისგან თვალები გვიბრწყინავს, სიკეთეს ვასხივებთ და ცხოვრებას პოზიტიური თვალით ვუყურებთ. სულ ერთია ჩვენი წონა, კეხის ზომა ცხვირზე, თვალების ფერი, ა.შ.

დაელოდეთ! 29 სექტემბერს, ღამის 9 საათზე - აქ ვიკრიბებით ყველლა და ვუყურებთ, მოგწონთ იდეა? ", - წერს შეროზია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა