თეგებით ძიება

"დევნილი პრეზიდენტი ჩამოდის, თავი არ მოვიჭრათ და სირცხვილი არ ვჭამოთ" - თაკო ჩარკვიანი

პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი, სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, სადაც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში ჩამოსვლისას, მის ღირსეულ დახვედრაზე ამახვილებს ყურადღებას.

"მივმართავ ყველას ,ქართველებს , არაქართველებს ყველა მოქალაქეს! ოკუპანტის მიერ დევნილი პრეზიდენტი ჩამოდის , თავი არ მოვიჭრათ და სირცხვილი არ ვჭამოთ,
ღირსეულად უნდა დავხვდეთ , რუსეთზე მომუშავე კლანურ მაფიურ მართლმსაჯულებას არ უნდა გავასამართლებინოთ , ჩვენი პრეზიდენტი ჩვენია , ოკუპანტს ნუ მივუგდებთ საჯიჯგნად , ამ ლაქას ვერ მოიცილებს ქვეყანა! მოვითხოვოთ, ამუშავდეს ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლი,
მიეცეს მას სამართლიანი სასამართლოს გამოყენების უფლება!
პრეზიდენტი სააკაშვილი ბრუნდება და მშვიდობიან გზას ვუსურვებ მას!
კიევი -თბილისი ისტორიული რეისია !
ბევრჯერ შეგვეშალა და ამ ერთხელ აღარ შეგვეშალოს ძვირფასებო!
საქართველოს სჭირდება მაშტაბური ფიგურა ამ გაჭირვების ჟამს, სახელმწიფოს ვკარგავთ!", - წერს ჩარკვიანი ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას აანონსებს. მან გუშინ თვითმფრინავის ბილეთის ფოტოები გაავრცელა, სადაც თარიღად 2 ოქტომბერია მითითებული. ამავე დღესაა ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნები დაგეგმილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა