თეგებით ძიება

"ფილტვის სოკოთი მომიკვდება ბავშვი თუ კორონათი, რა მნიშვნელობა აქვს" - რას ამბობენ მშობლები სწავლის სკოლებში განახლებაზე

ჟურნალისტი, ნინო თარხნიშვილი საკლასო ოთახებში სწავლის დაწყების საკითხზე სოციალურ ქსელში არსებულ გამოხმაურებებზე წერს:

"რა საოცარი ხალხი ვართ. “გახსენით სკოლები, თქვე დამპლებოო” - ხო ვიძახეთ.
ჰოდა, იხსნება სკოლები, თუმცა, იმ პირობით, რომ მოსწავლეებმა, პირველი კლასიდან მეთორმეტეს ჩათვლით, პირბადეები უნდა ატარონ.

და ისეთი ვაიუშველებელია ატეხილი ამ ნიუსების ქვეშ, დედა შვილს არ აიყვანს:
“თქვე ნაბოზრებოო”, “თქვენ ხო არ გაუბერეეთ”, “პირბადე ბებიაშენს გაუკეთეეე”, “ფილტვის სოკოთი მომიკვდება ბავშვი თუ კორონათი, რა მნიშვნელობა ააქვს”.

ჰოდა, საერთოდ, რა გვინდა?", - წერს ნინო თარხნიშვილი.


შეგახსენებთ, სასწავლო წელი, გარდა პირველკლასელებისა, საქართველოში 15 სექტემბერს, ონლაინ რეჟიმში დაიწყო. სექტემბრის დასაწყისში გადაწყდა, რომ პირველკლასელებისთვის სასწავლო წელი 4 ოქტომბერს, საკლასო ოთახებში უნდა დაიწყოს. ს. 7 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, პირველკლასელები მხოლოდ იმ რეგიონებში დაიწყებენ სწავლას სკოლის სივრცეში, სადაც დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე დაბალი იქნება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა