თეგებით ძიება

"აი, რა ხდება ხოლმე მაშინ, როცა შვილებს ანსხვავებ..."

საზოგადოებრივი კამპანიის "მეც შვილი ვარ" ფეისბუქ გვერდზე მორიგი პოსტი ვრცელდება:

"დედაჩემი მამამ შიდა ქართლის ერთ-ერთი სოფლიდან ჩამოიყვანა თბილისში და ცოლად შეირთო. დედას ძალიან მოსწონდა აქ ცხოვრება, ხშირად ამბობდა, ვერაფრით ვეღარ გადავალ სოფელში, რა ბედნიერებაა სახლში რომ გაქვს საპირფარეშო და ყველაფერიო.
მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. ეს ბინა, სადაც ვიზრდებოდი, დედ-მამამ ჩემს ძმას გადასცა და მე მაგრძნობინეს, რომ უნდა გავთხოვილიყავი და აქედან წავსულიყავი.

მეც გავთხოვდი და ის ბინა, სადაც მთელი ბავშვობა გავატარე, ჩემთვის სამუდამოდ ჩაიკეტა. ჩემს რძალს არ სიამოვნებდა ჩემი იქ გამოჩენა და მეც ამოვიკვეთე იქიდან ფეხი.

მაგრამ ჩემმა რძალმა მხოლოდ მე არ ამითვალწუნა. აი დედაჩემი, რომელიც არასოდეს მალავდა, რომ ჩემი ძმა უფრო უყვარდა, ვიდრე მე, იძულებული გახდა, ისევ სოფელში დაბრუნებულიყო, სადაც ცხოვრებას ვერ იტანდა.

მეტსაც გეტყვით: ახლა ჩემი ძმაც გაშორდა ცოლ-შვილს და იმ ბინაში მარტო ცხოვრობს. აი რა ხდება ხოლმე მაშინ, როცა შვილებს ასხვავებ... ვერ ვიტყვი, რომ ამ ბინის ამბავი არ მაინტერესებს. ეს საშინელი ტრადიციაა...", - წერენ პოსტში.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა