თეგებით ძიება

"როცა გინდა, იყო გმირი რა თქმა უნდა, შენ საკუთარ სამშობლოში არ იპარები ჩუმად" - თეა წულუკიანი

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრიმა, თეა წულუკიანმა არჩევნებში საკუთარი ხმა დააფიქსირა. მან ჟურნალისტებთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხელ სააკაშვილის დაკავებაზე ისაუბრა.


"სააკაშვილს, როდესაც ქვეყანაში შემოდიოდა, ახლა უკვე აშკარაა და ფაქტია, რომ ჰქონდა გეგმა, წარმოჩენილიყო როგორც გმირი, ლიდერი. როდესაც გინდა, იყო გმირი და ლიდერი, რა თქმა უნდა, შენ საკუთარ სამშობლოში არ იპარები ჩუმად. მას შეეძლო, საზღვარი გადმოელახა იქ, სადაც არის გამშვები პუნქტი, კანონიერად და მოვლინებოდა საკუთარ პოლიტიკურ ძალას, ყოველ შემთხვევაში, მათ პოლიტიკურ ძალას ხელმძღვანელად და ლიდერად, მაგრამ გუშინ მისი საქციელის და სამართალდამცველების წარმატებული სპეცოპერაციის შემდეგ, აღარ არსებობს ლიდერი როგორც სააკაშვილი და აღარ არსებობს არც პოლიტიკური ძალა „ნაციონალური მოძრაობის“ სახით. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი დღის ბოლოს შედეგი. ყველას მინდა მოვუწოდო არჩევნებში მონაწილეობისა და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერისკენ", - განაცხადა თეა წულუკიანმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა