თეგებით ძიება

"ჩაბეტონებულ ოლიგარქიას ვანგრევთ... ამ არჩევნების მთავარი მონაპოვარი, არჩევნების მიმართ რწმენის დაბრუნებაა" - სალომე სამადაშვილი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, სალომე სამადაშვილის შეფასებით, 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებით ოლიგარქიის ნგრევა დაიწყო.

"ამ არჩევნების მთავარი მონაპოვარი, არჩევნების მიმართ რწმენის დაბრუნებაა.
რეჟიმის მთავარი მოკავშირე-ნიჰილიზმი- დამარცხდა. ადამიანები იჯერებენ, რომ საკუთარ ბედს წყვეტენ.
მეორე ტურებზე, ვინც გუშინ სახლში დარჩა, ისიც უნდა მოვიყვანოთ, ესაა დღეს ჩვენი მთავარი ამოცანა.
ჩაბეტონებულ ოლიგარქიას ვანგრევთ, ეს პროცესია...

მთავარია, ჩვენმა ეროვნულმა ხასიათმა არ შეგვიშალოს ხელი, რომელზეც
დიმიტრი უზნაძე გვაფრთხილებდა, როდესაც ამბობდა, რომ \'ქართველს აკლია დაჟინებითი მისწრაფება ერთხელ დასახული მიზნის განხორციელებისაკენ.\'

\'ყველაფერი ან არაფერი\' ინფანტილიზმს თუ არ შევწირავთ ჩვენს მომავალს, სერიოზული გამარჯვების შანსი აქვს ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას. რასაც ვულოცავ ყველა პატრიოტს, მიუხედავად გუშინ გაკეთებული არჩევანისა", - წერს სამადაშვილი ფეისბუქზე.

საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ქვეყნის 20 ქალაქში მეორე ტური გაიმართება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა