თეგებით ძიება

"გახარიას დევნაში გართულმა "ოცნებამ", ერთადერთი რაც მოახერხა - დისკრედიტირებული "ნაცმოძრაობის" გაცოცხლებაა" - ნათია მეზვრიშვილი

კომპეტენციისგან დაცლილმა, ქვეყნის მართვის უნარდაკარგულმა და გახარიას დევნაში გართულმა "ოცნებამ", ბოლო თვეებში ერთადერთი რაც მოახერხა - დისკრედიტირებული "ნაცმოძრაობის" გაცოცხლებაა, ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წარმომადგენელი, ნათია მეზვრიშვილკი აცხადებს.

"ვიწრო პარტიული ინტერესით მოქმედი ამ ორი ძალის მიერ დადგმულ ცირკს ბუნებრივია, დრო და საქართველოს მოქალაქე მისცემს შეფასებას.

დღეს კიდევ უფრო მეტად ამაყი ვარ, რომ ღირებულებებზე დაფუძნებული პარტიის ნაწილი ვარ და სახელმწიფოს ინტერესებისთვის მებრძოლი, ღირსეული ადამიანის გახარია გვერდით ვდგავარ.

უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც არჩევნებზე მივიდა, ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ბრძოლაში ჩემი და ჩვენი გუნდის გვერდით იდგა.

წინ გაცილებით დიდი გამარჯვებებია ????????#საქართველოსთვის !!! ყველაფერი ახლა იწყება ...", - წერს სოციალურ ქსელში მეზვრიშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა