თეგებით ძიება

რას აპირებდა სააკაშვილი? ირაკლი ღარიბაშვილი ექსპრეზიდენტის გეგმებს ამჟღავნებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გეგმებზე საუბრობს, რომლის განხორციელებასაც მთავრობის მეთაურის თქმით, მესამე პრეზიდენტი 3 ოქტომბერს აპირებდა.

"„მათი გეგმა იყო შემდეგი: სააკაშვილს ბრიყვულად ეგონა, რომ ჩვენ საერთოდ არაფერი ვიცოდით, არ გვჯეროდა მისი ჩამოსვლის, არ ვიცოდით მისი შემოპარვის შესახებ. ამ დროს ყველაფერი კონტროლის ქვეშ იყო, მისი ვითომ შემოპარვის ოპერაცია. იმდენად ბრიყვულად მოიქცა. აქცია დააანონსეს 3 ოქტომბერს, ანუ დღეს უნდა გამართულიყო აქცია თავისუფლების მოედანზე და ამ საღამოს, კულმინაციის დროს სააკაშვილი გამოჩნდებოდა როგორც მხსნელი. და იქ მოხდებოდა შოკი, ემოცია იქნებოდა უზარმაზარი, როგორ მოახერხა ამ დევნილმა კაცმა, მაშინ როცა ჩვენ „წესით“ ველოდებოდით თვითმფრინავით და ის საიდანღაც გაჩნდა. ეს ხომ არანორმალურმა კაცმა შეიძლება დაიჯეროს. აი ილუზიებში რომ ცხოვრობს, მან შეიძლება დაიჯეროს?“ - განაცხადა ღარიბაშვილმა "იმედის" ეთერში.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის ფარულად საქართველოში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა. სააკაშვილს საქართველოში 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა