თეგებით ძიება

“ვინ ეკითხება ღარიბაშვილს ან ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალებას?” - გოცირიძე

“ენმ”-ის წევრი, რომან გოცირიძე აქციაზე იმყოფება, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, რუსთავის ციხესთან იმართება:

“სამეგრელომ მთლიანად ზურგი აქცია ამ ხელისუფლებას, რომელიც იძახდა მაზაკვალები არიანო, აი, ამ ფრთოსანმა გამოთქმებმა მოაჭრა ფრთები. ღარიბაშვილმა თქვა, ვინ უნდა მიბრძანოს, კოსმოსში, რომ სააკაშვილი გავათავისუფლოო, ბიძინა არ უხსენებია, უკან დასახევი გზა დაიტოვა, მას ვინ ეკითხება? ან პრეზიდენტს, ქალბატონ სალომეს ვინ ეკითხება, რომ ამბობს არასდროს შევიწყალებო, აბა, როგორ შეიწყალა გიგი უგულავა, რურუა, ოქრუაშვილი? არც ერთს და არც მეორეს არავინ არაფერს ეკითხება, რასაც ეტყვის ივანიშვილი, იმას გააკეთებენ. ივანიშვილი კი გააკეთებს იმას, რასაც ეტყვის ქართველი ხალხი და საერთაშორისო თანამეგობრობა. არც ჩვენ, არც უკრაინა, არც საერთაშორისო პარტნიორები მიშას აქ დიდხანს არ დავტოვებთ. მიშა მალე იქნება თავისუფალი, საქართველო იქნება მალე თავისუფალი", - განაცხადა გოცირიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა