თეგებით ძიება

უკრაინაში თქვენი ძალიან შურთ, რადგან გყავდათ ისეთი პრეზიდენტი, როგორიც მიხეილ სააკაშვილია - ლიზა იასკო

უკრაინაში თქვენი ძალიან შურთ, რადგან გყავდათ ისეთი პრეზიდენტი, როგორიც არის მიხეილ სააკაშვილი, - განაცხადა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ უკრაინელმა დეპუტატმა, სააკაშვილის მეგობარმა ქალმა, ლიზა იასკომ.

"საქართველო უნდა იყოს ბედნიერი, რომ ჰყავს ისეთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია თავისი ქვეყნისთვის იმდენი გააკეთოს, რამდენის გაკეთებაც შეუძლია მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც ასე უყვარს თავისი ქვეყანა.

ამასთან, ეს არის დიდი ბრძოლა. ის არის პოლიტიკური პატიმარი და ეს არის მიუღებელი.

უკრაინაში თქვენი ძალიან შურთ, რადგან გყავდათ ისეთი პრეზიდენტი, როგორიც არის მიხეილ სააკაშვილი. ის ასევე არის უკრაინელი პოლიტიკოსიც და ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ თქვენ ის სათანადოდ დაიცვათ", - განაცხადა ლიზა იასკომ სააკაშვილთან შხვედრის შემდეგ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართველმა სამართალდამცველებმა პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის ამჟამად რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება. სააკაშვილს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა