თეგებით ძიება

არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ნიკა მელია "ნაც მოძრაობის" თავმჯდომარეობას დატოვებს

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, თუ თბილისის მერობის არჩევნებში გაიმარჯვებს, ის პარტიაში დაკავებული თანამდებობიდან გადადგება.

"დედაქალაქის მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებს უნდა ჰქონდეთ მყარი პოზიცია დაფიქსირებული, რომ მიუხედავად პარტიული თანამდებობებისა, გამარჯვების შემდეგ ისინი მაღალ პარტიულ თანამდებობას დატოვებენ და თავიდან ბოლომდე გადაერთვებიან მუნიციპალური საკითხების მოგვარებაში. შეუძლებელია, მე ვიყო გამარჯვების შემდეგ ენმ-ს მოქმედი თავმჯდომარე და ამავე დროს დედაქალაქის მერი. ასე არ შეიძლება, - განაცხადა მელიამ "ტვ პირველის" ეთერში.

საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა, რომლის შედეგებითაც 20 ქალაქში მეორე ტურები გაიმართება, მათ შორის თბილისში, სადაც ერთმანეთს 30 ოქტომბერს "ნაცმოძრაობიდან" ნიკა მელია და "ქართული ოცნებიდან" კახა კალაძე შეებრძოლებიან.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა