თეგებით ძიება

“იგეგმება სააკაშვილის განადგურება” – თაკო ჩარკვიანის საგანგებო ბრიფინგი

პოლიტიკოსი თაკო ჩარკვიანი, საგანგებო ბრიფინგს მართავს და ამბობს, რომ უმძიმესი ინფორმაცია აქვს:

“უმძიმესი ინფორმაცია გვაქვს, შევიკრიბეთ სასწრაფოდ, მივმართავ ყველა ელჩს, სენატორებს, ევროპარლამენტარებს, ძალიან ვღელავთ, გადამოწმებული, უმძიმესი ინფორმაციით, რუსეთის უშიშროება ზეწოლას ახდენს საქართველოს უშიშროებაზე, რათა განადგურებულ იქნას ყოფილი პრეზიდნეტი, მიხეილ სააკაშვილი. აპირებენ ამ რამოდენიმე დღეში… ეს ინფორმაცია გადამოწმებულია.

დიახ, ზეწოლა განახორციელოს დიპლომატიურმა კორპუსმა უზნეო რუსეთზე მომუშავე ხელისუფლებაზე.

უზარმაზარ, მრავალათასიან მიტინგს ვაანონსებთ აქ, რუსთაველზე.

პირველი ინფორმაცია მქონდა საქართველოს ანექსიის შესახებ, დღევანდელი ჩემი უმძიმესი ინფორმაციით ჩაფიქრებულია განადგურება პირდაპირი მნიშვნელობით მიხეილ სააკაშვილისა", - განაცხადა ჩარკვიანმა და დასძინა, რომ ეს ინფორმაცია უშიშროების სამსახურის თანამშრომელმა მიაწოდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა