თეგებით ძიება

"ადამიანი, რომელსაც უმძიმესი დანაშაული აქვს ჩადენილი ის ბევრად მკაცრ სასჯელს იმსახურებს" - ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ რადიო იმედის ეთერში საქართველოს მესამე პრეზიდენტზე მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ბევრად მკაცრ სასჯელს იმსახურებს.

„წამება და არაადამიანური მოპყრობა, რასაც ჰქონდა სისტემური ხასიათი, ციხეები გაავსეს როგორც დამნაშავე, ისე უდანაშაულო ადამიანებით, უამრავი უდანაშაულო ადამიანი ჩასვეს, თანაფარდობაც როგორი იყო ესეც გახსოვთ, დღეს თუ არის 10 000-ზე ნაკლები პატიმარი, მაშინ იყო 25 000 პატიმარი, მათ შორის ძალიან დიდი ნაწილი უდანაშაულო ადამიანები იყვნენ. ტერორის ინსტრუმენტად გამოიყენებოდა სასამართლო, პროკურატურა, ციხე და მთელი სამართალდამცავი სისტემა. წამება, არაადამიანური მოპყრობა, გაუპატიურება და კასრებში კასეტების ჩაწყობა და ა.შ. ეს მისი ერთი დანაშაულია. ბიზნესის რეკეტი - ათასობით ადამიანს, ბიზნესმენებს პირველ რიგში, ნაჩუქარი აქვთ მისი რეჟიმის პირობებში სახელმწიფოსთვის ქონება.

2012 წლის შემდეგ არცერთი ასეთი ფაქტი აღარ გვაქვს. რეჟიმი სისტემურად ახორციელებდა ბიზნესის რეკეტს. მთავარი დანაშაული ჩემთვის მაინც არის ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის გადაცემა რუსეთის ფედერაციისთვის. ყველაფერი გააკეთეს მათ იმისთვის, რომ პუტინის სცენარი ბოლომდე გათამაშებულიყო. ამ დანაშაულის ჩამდენი ადამიანი 6 წელზე ბევრად მეტს უნდა იხდიდეს. ისიც უნდა გავიხსენოთ, რას აკეთებდნენ ისინი მედიასთან მიმართებით, როგორ წაართვეს კანონიერ მფლობელებს „იმედი“. „იმედამდე“ იყო „რუსთავი 2“ და კულმინაცია იყო ამ ყველაფრის „იმედში“ შეჭრა, კანონიერი მფლობელისთვის წართმევა და მთლიანად სახელმწიფო გავლენის ქვეშ მოქცევა. ამ სისტემურ დანაშაულთა ჩამდენი ადამიანი მხოლოდ ექვს წლიან სასჯელს არ უნდა იხდიდეს, თუმცა, ეს არის ჩვენს მიერ დამკვიდრებული სტანდარტი, მაგრამ ამ ექვს წელს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ეს ექვსი წელი საჭიროებს სრულად მოხდას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა