თეგებით ძიება

"სჯობს მიტევება და სიყვარული ვისწავლოთ, თორემ შეიძლება თავად უარეს მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ…" - პეტრე კოლხი

დეკანოზი პეტრე კვარაცხელია მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში საუბრობს და ამბობს, რომ ადამინებმა პატიება უნდა ისწავლონ.

„და კიდევ, შეიძლება ბევრი ვინმე არ მოგვწონდეს, ბევრის აზრიც და ცხოვრების წესიც ჩვენთვის მიუღებელი იყოს, ეს ნორმაა და ასეც უნდა მოხდეს.

მაგრამ ყველას აქვს სინანულის, გამოსწორების, შეცვლის შანსი…

ჩვენ ეს შანსები არ უნდა წავართვათ ერთმანეთს…

არ უნდა ვლანძღოთ და ვთათხოთ ერთმანეთი…

უფლის გვერდით ადგილი წმინდანებთან ერთად, ცოდვილი, მაგრამ მონანული ადამიანებისთვისაც არის…

თავად უფალი ამბობს, ციდვილთა სინანულად მოვედიო…

მთავარი მაინც სიყვარულია… ღმერთის და ადამიანების სიყვარული…

ტყუილია ის, როცა ამბობენ, ღმერთი მიყვარს, მაგრამ ადამიანი არაო…

ადვილია უხილავის სიყვარული… თუ ადამიანი არ გიყვარს, როგორ შეიძლება ის გიყვარდეს, ვისაც ვერ ხედავ…
ჰოდა, ვინც გვძულს, იმაშიც ღმერთია…

ამიტომ, სჯობს მიტევება და სიყვარული ვისწავლოთ, თორემ შეიძლება თავად უარეს მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ… მერე ჩვენც ისე მიგვიხურავენ კარებს, როგორც სხვას მივუხურეთ…

ზოგი იმდენს ლოცვებს კითხულობს, ბერებს და მონაზვნებს რომ არ წაუკითხავს, მაგრამ შემთხვევით არ ვახსენე სიტყვა ,,კითხულობს”, არ იაზრებს და ისე რაც არ უნდა წაიკითხოს, ღმერთს არ ესმის იმ ადამიანის სიტყვები, ვისაც პატიება არ შეუძლია…

ჰო, ყველაზე დიდი ლოცვა ისევ პატიება და სიყვარულია… დანარჩენი უბრალოდ თავის მოწონებაა რელიგიურობანას თამაშით!..“ - წერს პეტრე კოლხი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა