თეგებით ძიება

ოკუპანტებმა მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქეები გაათავისუფლეს

ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან ოკუპანტების მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქეები გაათავისუფლეს. გოგა მეტრეველი და რომან გოჩაშვილი უკვე საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.

შგახსენებთ, 4 ოქტომბერს საოკუპაციო ხაზთან რუსი ოკუპანტები საქართველოს 4 მოქალაქეს დაედევნენ. ოკუპანტებმა 2 მათგანის აყვანა მოახერხეს, ერთმა გაქცევა მოასწრო, ერთი კი ხევში გადავარდა და დაშავდა.

რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპავია 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოახდინა, კრემლმა აღიარა ისინი როგორც დამოუკიდებელი რესპუბლიკები და საკუთარი სამხედრო ძალა შეიყვანა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა