თეგებით ძიება

"ბიძინამ არჩევნები გააუქმა...უნდა წალენჯიხა? ჰოდა, მიიღოს წალენჯიხა...ვიწყებთ დღეიდან" - ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში თვითმმართველობის არჩევნებს ეხმაურება და წერს, რომ ბიძინა ივანიშვილმა არჩევნები გააუქმა.

"მოგესალმებით, მეგობრებო!
24 საათი დაბლოკილი ვიყავი და დაგიბრუნდით.
მე, ვიყავი მათ შორის ვისაც სჯეროდა რომ ეს არჩევნები ქართველი ხალხის უმრავლესობის ნებას გამოხატავდა და სამწუხაროდ, ამ ასაკში ძალიან მიამიტი აღმოვჩნდი.
ბიძინამ არჩევნები გააუქმა და რა სიმბოლურია რომ მხოლოდ წალენჯიხას გაუფორმა მოგება.
უნდა წალენჯიხა?
ჰოდა მიიღოს წალენჯიხა.
ვიწყებთ დღეიდან და ვიკრიბებით რუსთაველზე, შვიდ საათზე", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქზე.

30 ოქტომბერს საქართველოს 20 ქალაქსა და თვითმმართველ თემში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურები გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, 20-დან 19 ქალაქში მერის არჩევნები "ქართულმა ოცნებამ" მოიგო. მხოლოდ წალენჯიხაში წააგო სახელისუფლებო კანდიდატმა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა