თეგებით ძიება

სათამაშო ბიზნესის გადასახადს 15-დან 25%-მდე გავზრდით - დოლიძე

კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, ანა დოლიძის თქმით, ისინი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს გაზრდიან. დოლიძე ამბობს, რომ კაზინოები და სლოტ კლუბები 15%-ის ნაცვლად, 25%-ით დაიბეგრებიან.

"შეიძლება ითქვას, დღეს საქართველოს ბიუჯეტი კაზინოებიდან, სლოტ კლუბებიდან და ონლაინ თამაშებიდან მიზერულ თანხას იღებს იმ მილიარდობით შემოსავალთან შედარებით, რასაც ეს ინდუსტრია გამოიმუშავებს. მისი ბრუნვა 50 მილიარდზე მეტია, ბიუჯეტში შემოსავალი კი არის 141 მილიონი ლარი და კიდევ ცოტ-ცოტა მოსაკრებელი.

ჩვენ კაზინოების, სლოტ კლუბებისა და ონლაინ თამაშების დაბეგვრას გავაორმაგებთ. ასევე, გაორმაგდება მოსაკრებელი ლიცენზიებთან დაკავშირებით. სამაგიდო თამაშების მოსაკრებელიც გაორმაგდება. სათამაშო ბიზნესის საერთო შემოსავალი დღეს 15%-ით იბეგრება, ჩვენ კი ამას 25%-მდე გავზრდით. ეს შესაძლებლობას მოგვცემს, 2025 წელს, საქართველოს ბიუჯეტში 1 მილიარდ ლარამდე შევიდეს". - თქვა ანა დოლიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა