თეგებით ძიება

"წალენჯიხიდან დაიწყო 2003 წლის რევოლუცია, რომელლმაც აღმშენებლობის გზაზე დააყენა საქართველო... იგივე ისტორიული პროცესი მეორდება ახლა" - დეკანოზი ილია ჭიღლაძე

დეკანოზი ილია ჭიღლაძე 30 ოქტომბერს გამართულ არჩევნებს ეხმაურება და წერს, რომ წალენჯიხიდან დაიწყო 2003 წლის გიორგობისთვის მშვიდობიანი რევოლუცია და ახლაც იგივე მეორდება.

"ვულოცავ ჩემს საყვარელ წალენჯიხას დიქტატურის წინააღმდეგ გამარჯვებას, ვუსურვებ წალენჯიხის არჩეულ მერს, ბატონ გია ხარჩილავა / Gia Kharchilava -ს გამარჯვებას. წალენჯიხიდან დაიწყო 2003 წლის გიორგობისთვის მშვიდობიანი რევოლუცია, რომელმაც 90-იანების წყვდიადიდან და კრიმინალიდან გამოიყვანა საქართველო და აღმშენებლობის გზაზე დააყენა და იგივე ისტორიული პროცესი მეორდება ახლა. ნუ გვიკვირს ქოცხელისუფლების მიერ არჩევნების ტოტალური გაყალბება სხვა მუნიციპალიტეტებში, ეს დაანონსებული ჰქონდა ქოცნებას, არ დავუშვებთ ოპოზიციის გამარჯვებასო, აკი ბღაოდნენ მთელი ეს საარჩევნო პერიოდი ღარიბაშვილი, კალაძე და კობახიძე. მაგრამ ხალხის ნებას ვერ აჯობებს ეს პრიმიტიული ქოცდიქტატურა.

გაუმარჯოს თავისუფალ, ძლიერ და აღორძინებულ საქართველოს მომავალს! ძირს რუსული ქოცნების ჭაობი და პარპაში!", - წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

30 ოქტომბერს საქართველოს 20 ქალაქსა და თვითმმართველ თემში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურები გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, 20-დან 19 ქალაქში მერის არჩევნები "ქართულმა ოცნებამ" მოიგო. მხოლოდ წალენჯიხაში წააგო სახელისუფლებო კანდიდატმა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა