თეგებით ძიება

"ცივსისხლიანი ვაჭრობა მიდის სააკაშვილის სიცოცხლით პარტკომსა და ბიძინას შორის” – იაგო ფრანგიშვილი

გერმანიაში მცხოვრები ექიმი, იაგო ფრანგიშვილი მიხეილ სააკაშილის შესახებ წერს:

“აი ისეთი არაადამიანური, ცივსისხლიანი და ჩმორული ვაჭრობა, მიშა სააკაშვილის ჯანმრთელობით და სიცოცხლით რომ მიდის პარტკომებსა და ბიძინას შორის, ალბათ სტამბოლის მონების ბაზარზეც არ იქნებოდა 3 საუკუნის წინ.

ის, რაც ახლა ხდება, ვისაც თვალებს არ აუხელს და არ დაანახებს ყველა მოვაჭრის ნაღდ სახეს, მაშინ ვერასოდეს ვერ მოიცილებს საქართველო ამ საშინელ მონათმფლობელურ მენტალიტეტს.

ხო აშკარაა, რომ არ სურს, არ უნდა კოვზის ხელიდან გაგდება.

მეტი რა უნდა ქნას რომ ეს დაინახოთ?

ახალი რეკორდი დაამყარა ხალხის სახლში გაშვების,

2 საათი.

მეტი რა უნდა ქნას რომ დაინახოთ ვინ არის ვინ?

გირჩმა ჯაფარიძემ გითხრათ პირდაპირ, რომ ვიცოდით ასე იქნებოდა, გააყალბებდა და მაინც წავედითო, მაგრამო, განსხვავება 2 % იყოო და ეს ნიშნავს, 2024 ში მოვუგებთო.

კიარ გვაბოლებენ

კიარ გვადებილებენ

უკვე დებილებად და აზროვნებადაკარგულებად გვთვლიან ყველას,

აბსოლუტურად ყველას

და

ზოგი კიდე ატრიალებს რუსის გრამაფონივით

,,ახლა ამის დრო არაა??,,

,,ვის წისქვილზე ასხავ წყალს,,

,,ახლა უნდა გავერთიანდეთ,,

სარკეში ჩაიხედეთ და ისე გაიმეორეთ ეს სიტყვები,

გაუმეორეთ სარკის ანარეკლს.

ფსიქოლოგიურად დადასტურებულია რომ,

ადამიანს შეუძლია სხვისი მოტყუება ყველაზე ადვილად,

საკუტარი თავის მოტყუება ცოტა ძნელია, მაგრამ ახერხებს ადამიანი ამასაც,

მაგრამ,

სარკის ანარეკლის მოტყუება არის ყველაზე რთული და საერთოდ უნდა გქონდეს ადამაინს გათიშული აზროვნება, რომ ეს მოახერხო.

ჩაატარეთ უბრალო ტესტი საკუთარ თავზე სარკის წინ და უთხარით საკუთარ თავს ის, რითაც სხვას ამუნათებთ.

დაინახე რეალობა, თუარა, მოგაკითხავს ამ შენს ნირვანაში და გადაგივლის”, - წერს გრანგიშვილი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის ციხეში შიმშილობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა