თეგებით ძიება

საგარეო უწყება დავით ზალკალიანის აშშ-ის ელჩის თანამდებობიდან გადადგომას უარყოფს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს „მთავარი არხის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დავით ზალკალიანი აშშ-ის ელჩის თანამდებობიდან გადადგა.

საგარეო არაფერს ამბობს კონფლიქტზე კობახიძესა და ზალკალიანს შორის.

“მთავარი არხის” ცნობით, აშშ-ში პრემიერ ირაკლი კობახიძესა და საქართველოს ელჩს დავით ზალკალიანს შორის კონფლიქტი მოხდა, რის შემდეგაც ზალკალიანმა თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.

აშშ-შ ჯო ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიწვევა გააუქმეს. ინფორმაცია თავდაპირველად „ამერიკის ხმამ” გაავრცელა, მოგვიანებით კი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დაადასტურა.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ 22 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი უნდა დასწრებოდა ოფიციალურ მიღებას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და მისი მეუღლის ჯილ ბაიდენის სახელით გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა