თეგებით ძიება

“ოპოზიციამ ძონძ სალომესთან რაღაც სი@ობებს აწერა ხელი, თათარაშვილს გამოგლიჯა გახარიას @ვერი" - ხვიჩა ყალაბეგაშვილი

გამომცემლობა "კალმოსანის” დამფუძნებელი, ხვიჩა ყალაბეგაშვილი თვითმმართველობის არჩევნებს ეხმაურება და ამბობს, რომ არჩევნები ხალხმა კი არა უპასუხისმგებლო ოპოზიციამ წააგო.

“ეს არჩევნები წააგო, არა ხალხმა, არამედ უპასუხისმგებლო ოპოზიციამ: რომელმაც 20 ივნისის ამბები გაატარა, სადღაც გაჩერდა; რომელმაც გაყალბებული არჩევნები გაატარა, სადღაც გაჩერდა; რომელმაც საკუთარი ამომრჩეველი დაიკიდა და ვიღაც შარლ მიშელის კეფაზე წამორტმის მერე, ჯერ ძონძ სალომესთან რაღაც სი@ობებს აწერა ხელი და მერე არალეგიტიმურ პარლამენტში შელაგდა; წააგო ოპოზიციამ რომელიც 43 %-ს დათანხმდა, ამაზე რომ მიდიხარ ან დებილი ხარ ან მოსყიდული; წააგო ოპოზუციამ, რომელმაც თათარაშვილს გამოგლიჯა გახარიას @ვერი, 4-5%-ის მოლოდინით და იქამდე დუდღნა, სანამ ,,ნა@უუზე” არ გაუშვათ რუსეთის ლუსტრირებულმა აგენტმა; არჩევნები წააგო ოპოზიციამ, რომელმაც შეიტენა პუჩისტი კიკაბიძე, უსინდისო გუბაზიკო, ირმა ინაშვილის ჩხეიძეები, მეამბოხე აფთიაქარი, რომელმაც ჯერ კიდევ გუშინ პროპორციული ჩააგდო; არჩევნები წააგო ოპოზიციამ, რომელმაც უმნიშვნელოვანესი კონსოლიდაციის საჭიროების პირობებში, აქციას დაარქვა ,,მიშა”, უსირცხვილოდ სარიშვილი აყბედა ზვიადის გზაზე (პირობითად)…

ოცნება და მათი მხარდამჭერები რა ხალხიც არის ვიცით, ჩვენ მათთან აღარაფერი გვაქვს გასარკვევი, ჩვენები თუ სხვები, ვიცით რაც არიან, ან მედროვეები; ან უტვინოები, რომლებიც შემთხვევით დაასაქმეს, ან ,,ძელავიკები”, რომელთათვისაც სულ ერთია ფულს ვინ აშოვინებს და მათი შვილები როგორ ნეხვში იცხოვებენ…

ჩვენ ხელისუფლებასთან ყველაფერი გარკვეული გვაქვს… სამი წელი თუ რამ ვერ იცვლება, სრულად ოპოზიციაა პასუხისმგებელი და თუ ვინმე ბრაზობს, მათზე უნდა ბრაზობდეს… ბიძინაზე ბრაზი უადგილოა, რადგან მიზანი ვიცით, ბრძოლის იარაღი არ გვივარგა…

მხოლოდ ერთ შემთხვევაში ავყვები ოპოზიციას პროტესტში: თუ გამოაცხადებს საყოველთაო დაუმორჩილებლობას და ბიძინას/მათი ჩინოვნიკების უპირობო გასამართლებას, უამრავ დანაშაულზე…

ისე, ძაან მკიდია ბიძინას/მიშას გუბაზას, ინაშვილის/მიშას ჩხეიძის, მიშა/ბიძინა/მიშას მაჟორიტარ ოქრიაშვილის, 20-ში სახეჩამოხოკილი აფერისტი, გახარიას მოკავშირეების, ბაჩო ახალაიას თავისუფლებზე მეოცნებეების და რიგითი მედროვეების, მანდატების გამო ქუჩაში დგომა…”, - წერს ყალაბეგაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა