თეგებით ძიება

"ჩემი ძმა წლებია ძალადობს ჩემზე... საშინლად მტკივა გული, ნუთუ ეს დავიმსახურე?...სუიციდზე ვფიქრობ"

ბავშვებზე სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლის მიზნით შექმნილ ფეისბუქ გვერდზე "დამიცავი, პატარა ვარ" მორიგი ისტორია ვრცელდება:

"მოგესალმებით ყველას!
დღეს რაზეც ვილაპარაკებ, ეს არის ჩემი უდიდესი პრობლემა დღევანდელ ცხოვრებაში.

16 წლის გოგონა ვარ. სილამაზით დიდად არ გამოვირჩევი, მაგრამ სიმაღლეც და ტანიც კარგი მაქვს. ამავდროულად ბევრ ბიჭს მოვწონვარ, მაგრამ უკვე იმდენჯერ გამიცრუვდა იმედები, რომ უმეტესად აღარავის ვენდობი. მაგრამ ვფიქრობ, რომ მართლა მჭირდება ადამიანი ვისაც მართლა მთელი გულით ვეყვარები და ამავდროულად დამიცავს.

უბრალოდ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩემი ნამდვილი ძმა, ჩემი სისხლი და ხორცი, წლებია უკვე, რაც ძალადობს ჩემზე... იმის მიუხედავად, რომ უკვე დიდი ხანია, აღარ შემხებია, მაინც შემორჩა სიტყვები, რომლებსაც მეძახის. რა თქმა უნდა, ესეც ძალიან მოქმედებს ჩემზე. მისთვის ბო*ი ვარ და კიდევ ბევრი უამრავი რამ.. როცა ვიაზრებ და ვაანალიზებ, რომ ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდება, ძალიან ცუდად ვხდები, საშინლად მტკივა გული იმით, რომ ასეთი ძმა მყავს... ვნადგურდები, როცა სხვა დაძმურ სიყვარულს ვუყურებ თუ როგორ კარგად არიან ერთად და სამწუხაროდ, მე არ შემიძლიაა ასე ყოფნა... ნუთუ ეს დავიმსახურე? ვფიქრობ, რომ არა... უბრალოდ ვიცი, ამას რომ დამიდებთ, ბევრი იტყვით, რომ პოლიციას შევატყობინო და ასე შემდეგ, მაგრამ არ შემიძლია, მამა მყავს ავად და ამას ვერ გადაიტანს, ხოლო მე კიდევ მის დაკარგვას ვერ გადავიტან...

ბევრი მეტყვის, რომ დედას ვუთხრა, მაგრამ არ შემიძლია… ვიცი, რომ ,მაგრამ ვერანაირად ვერ ვეტყვი მას… ახლა ვწერ აქ და ვერც იმას ვიაზრებ, თუ რატომ ვაკეთებ ამას… უბრალოდ თქვენგან გამამხნევებელ სიტყვებს ველი და სხვა არაფერს, რადგან მართლა ძალიან მჭირდება...

ეს წლებია, ძალიან ბევრ რამეს ვებრძვი. წლებია, სუიციდზე ვფიქრობ, მაგრამ მაინც არასდროს მიცდია. შეიძლება ითქვას, რომ მეშინიაა მაგრამ ამავდროულად წინ ბევრი კარგი რამ მელოდება... სკოლის დამთავრების შემდეგ ვფიქრობ, რომ ფსიქოლოგიაზე ჩავაბარო, რადგან ძალიან მინდა ადამიანების დახმარება, მინდა, რომ ბევრი გოგოსთვის მაგალითი ვიყო, რადგან არ ღირს ასეთი ნაბიჭვარი ადამიანების გამო სუიციდი და კიდევ ბევრი სხვა დანარჩენი რამ… უბრალოდ მრცხვენია, რომ ასეთ ადგილას ვცხოვრობ, მრცხვენია, რომ ამ დროშიც ძმა დაზე ძალადობს... მართლა ძალიან მრცხვენია, რომ ასეთი ხალხი დღემდე შემორჩა და უბრალოდ ყველა აუცილებლად პასუხს აგებს ამ ყველაფრის გამო…

ხოლო ვინც ამას კითხულობთ და ვინც უკვე ხართ მშობლები, გეტყვით იმას, რომ აუცილებლად გაუფრთხილდით თქვენს შვილებს და არასდროს არავის არ ანდოთ მათი თავები, რადგან ამ დროში ახლობელსაც აღარ უნდა ენდოთ. გაუფრთხილდით მათ და იყავით იმდენად ახლოს, რომ არაფერი დაგიმალოთ. დაუდექით გვერდში და არასდროს დახუჭოთ თვალი ასეთ რამეზე.

წარმატებებს გისურვებთ და უბრალოდ უღრმესი მადლობა, ვინცც ამას კითხულობთ და ამავდროულად გამამხნეველ სიტყვებსაც მიწერთ".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა