თეგებით ძიება

"დედას სასახლის ვალის გამო, გავყიდე ბინა, მე და ჩემი 7 წლის ბიჭი ქუჩაში დავრჩით... მხოლოდ მშობლები არ უშვებენ შეცდომას. კანონი გვაქვს არასწორი"

საზოგადოებრივი კამპანიის "მეც შვილი ვარ" ფეისბუქ გვერდზე მორიგი ისტორია ვრცელდება:


"ვკითხულობ აქ კომენტარებს და... გული მწყდება.
მშობლებს როგორ დავემდურები. მამა ადრე გარდამეცვალა. დედას სანამ შეეძლო, ემსახურა ძმას და რძალს. არასახარბილო ვითარების გამო გამოვარიდე დედა ძმის ოჯახს და ნაკვეთების დასამუშავებლად ისევ ურეკავდნენ. ბოლოს არ გავუშვი. აღარ შეეძლო. მე სახლში ჭურჭლის გარეცხვას არ ვანებებდი და ისინი ჰექტრობით მიწის დასამუშავებლად ურეკავდნენ...

25 წელი ჩემთან მყავდა დედა. ჩემთან გარდაიცვალა. ძმის ოჯახი მის გარდაცვალებას ელოდებიდა. დედას გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი გაყიდეს, სახლიც და ნაკვეთებიც. ჩემთვის ერთი თეთრიც კი არ მოუციათ.

ის კი არა, დედა რომ დავკრძალე, სასახლე ნისიაზე მომიტანეს ახლობლებმა და ბინა გავყიდე 250 ლარის გულისთვის, რომ სასახლის ფული გადამეხადა და ჩემი ბინის ფულიდან მომთხოვა ძმამ წილი...

8 წელია, ქირით ვცხოვრობ. ჩემი ძმის ოჯახი აშენდა დედაჩემის ნაშრომის განიავებით...
ასეც უთქვამთ ჩემზე - არაფერი ეკუთვნისო.

მხოლოდ მშობლები არ უშვებენ შეცდომას. კანონი გვაქვს არასწორი ქვეყანაში.

წელიწადნახევარი დედა ლოგინად იყო ჩავარდნილი. შაქრიანი დიაბეტი დაემართა და მწოლიარეს, პამპერსიანს ვუვლიდი. არავინ დამხმარებია არც ერთი თეთრით. დედას სასახლის ვალის გულისთვის გავყიდე ბინა და მე ჩემი 7 წლის ბიჭი ქუჩაში დავრჩით. დღემდის ქირით ვცხოვრობ და გადახდა მიჭირს...
არც სამსახური მაქვს. სახლში ვმუშაობ. კლიენტი სახლში არ მყავს. სტილისტი ვარ. ბევრჯერ მიფიქრია სუიციდი, მაგრამ ჩემი შვილი დაიღუპება მერე და ეს მაძლევს ისევ ძალას. ვერ გავწირავ 15 წლის ბიჭს...".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა