თეგებით ძიება

"პირადად მე ვისურვებდი, პარლამენტის არა მანდატის დახევას, არამედ ფორმალურად შენარჩუნებას" - ნიკა გვარამია სააკაშვილზე

"მთავარი არხის" გენდირექტორი, ნიკა გვარამია საქართველოს მესამე პრეზიდენტის მოწოდებას ეხმაურება ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიერ საკანონმდებლო ორგანის დატოვებასთან დაკავშირებით.

"რაც შეეხება პირადად ჩემს დამოკიდებულებას სააკაშვილის მოწოდებაზე, პარლამენტის დატოვებაზე.
პირადად მე ვისურვებდი, პარლამენტის არა მანდატის დახევას, არამედ ფორმალურად შენარჩუნებას, რათა შესაძლებლობა მაინც შენარჩუნდეს მინიმუმ სააკაშვილის ციხეში მონახულების. ასევე, საავადმყოფოში. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს (სრულიად პროპორციულზე გადასვლა), მიუხედავად იმისა, რომ ეს არარეალისტურად მესახება, არ შეიძლება, ქართულ ოცნებას ოპიზიციისკენ თითის გაშვერის მიზეზი მიეცეს.

და ბოლოს, ვისმენთ სპეკულაციებს საკრებულოებიდან გამოსვლის თაობაზე. სააკაშვილს არც ერთი სიტყვით არ მოუხსენებია საკრებულო. პირიქით, მიიჩნევს, რომ ახალარჩეული საკრებულოს წევრები ოპოზიციის მთავარი ლეგიონია მთელი საქართველოს მასშტაბით.

ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილის პოზიცია დიდად არ განსხვავდება ამ მოსაზრებისგან", - წერს გვარამია ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა საპყრობილიდან ოპოზიციას საპარლამენტო მანდატის დატოვებისკენ მოუწოდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა