თეგებით ძიება

"სააკაშვილის სიცოცხლე გადასარჩენია. მისი თავისუფლება, მოსაპოვებელი" - სალომე სამადაშვილი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, სალომე სამადაშვილი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს:

"საკრებულოს წევრები თუ არ ტოვებენ მანდატს, მაინტერესებს, რა შეიძლება მათ გააკეთონ უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე საკონსტიტუციო ცვლილების მიღებაა?
ეს არჩევნები უკეთესი იყო? უფრო ‘ლეგიტიმური,’ თუ რატომ ვრჩებით საკრებულოებში?
დანიშნავს ბიძინა ვადამდელს 120/30 სისტემით და ისევე წყნარად გაიფორმებს უმრავლესობას, როგორც აქამდე უქნია.
სააკაშვილის სიცოცხლე გადასარჩენია. მისი თავისუფლება, მოსაპოვებელი.
საკონსტიტუციო ცვლილება მისაღები.
საერთაშორისო წნეხი-გასაზრდელი.
ვადამდელი არჩევნები, სრულად პროპორციული სისტემით, დასანიშნი.
რამდენად სწრაფად, ეს იმ მუხტით განისაზღვრება, რომელსაც ქუჩა აწევს.
ამიტომ ბრძოლა ყველგან და ყველა ხერხით", - წერს სალომე სამადაშვილი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა