თეგებით ძიება

"მიხეილ სააკაშვილი კი არ შიმშილობს, არამედ ვერ ჭამს!" - თამთა მეგრელიშვილი

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლამდე კუჭის რეზექცია გაიკეთა. ის კი არ შიმშილობს, არამედ ვერ ჭამს, - ამის შესახებ საჯარო მმართველობის დოქტორი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლამდე კუჭის რეზექცია გაიკეთა
ოპერაცია 23 სექტემბერს ჰოლანდიაში გაკეთდა.
მიხეილ სააკაშვილი კი არ შიმშილობს
არამედ ვერ ჭამს!

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლამდე მზად იყო სცენარისთვის
- გამოსულიყო ნაციონალური მოძრაობის აქციაზე და მოეხდინა პოლიტიკური ფურორი;
მიხეილ სააკაშვილი მზად იყო სცენარისთვის - სატვირთო მანქანის მაცივარში მჯდომი როგორ გაიტაცეს უცხო ქვეყნის სპეც სამსახურებმა;
მიხეილ სააკაშვილი მზად იყო სცენარისთვის- დაეჭირათ და მოეთავსებინათ საპყრობილეში.

ის დღეს ზის ქართულ ციხეში და კი არ შიმშილობს არამედ ვერ ჭამს!
ბევრს ვერ ჭამს!

ვინმემ უთხარით ელენე ხოშტარიას რომ ტყუილა შიმშილობს რა,
უთხარით ამ გოგოს სიმართლე რა...

ასე დასრულდა სააკაშვილის თავგანწირვა "შიმშილობით" დაამტკიცოს საქართველოსადმი სიყვარული.
კუჭის რეზექციის შემდეგ ადამიანი გარკვეული დროის განმავლობაში საკვებს ვერ იღებს, წყალსაც კი ზომიერად სვამს.
მაინც ყოჩაღ მიშას რეზექციის მერე ლიტრობით ლიმონათი აქვს დალეული ახლა რაციონში დაამატა ფაფები და ლომონათიც ნატურალური წვენით ჩაანაცვლა.
ნაციონალებო თქვენი საკუთარი მიშა თქვენც გატყუებდათ", - წერს მეგრელიშვილი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი დაპატიმრების დღიდან შიმშილობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა