თეგებით ძიება

დაუყოვნებლივ გააკეთეთ განცხადება პაციენტის მდგომარეობის და ადგლმდებარეობის თაობაზე - ნიკა გვარამია ჯანდაცვის მინისტრს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, ნიკა გვარამია ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს და მოუწოდებს, ეკატერინე ტიკარაძემ განმარტოს თუ სად იმყოფება მიხეილ სააკაშვილი და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

"მივმართავთ ჯანდაცვის მინისტრს, პირადად, რომელმაც დღეს დაგმო ხელისუფლების მიერ კადრების გამოქვეყნება და გაემიჯნა ამ საკითხს.
ქალბატონო ეკატერინე, დაუყოვნებლივ გამოდით და გააკეთეთ განცხადება პაციენტის მდგომარეობის და ადგლმდებარეობის თაობაზე! თუ თქვენთვისაც უცნობია (და ჩვენი ინფორმაციით, ასეა), გამოდით და ეს თქვით!
დაუყოვნებლივ ნიშნავს დაუყოვნებლივ!", - წერს გვარამია ფეისბუქზე.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გადაიყვანეს.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის დაკავების დღიდან შიმშილობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა