სასამართლომ ზურა ჯაფარიძე 2500 ლარით დააჯარიმა და 3 წლით იარაღის ტარების უფლება ჩამოართვა
სასამართლომ ზურა ჯაფარიძე 2500 ლარით დააჯარიმა და 3 წლით იარაღის ტარების უფლება ჩამოართვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა ცოტა ხნის წინ მიიღო.
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს 2 დეკემბერს თბილისში, თამარაშვილის გამზირზე გზის უკანონო გადაკეტვასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.
ადვოკატის თქმით, საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა.