თეგებით ძიება

სააკაშვილი უნდა გაათავისუფლონ და მერე უნდა საირმეში წავა სამკურნალოდ, უნდა პოლიკლინიკაში - შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ეკა მიშველაძის გადაცემაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ ისაუბრა.

"მიკვირს, რატომ ვერ ვისწავლეთ მთავარის და მეორეხარისხოვანის ერთმანეთისგან გარჩევა. იმას კი არ უნდა ვყვიროდეთ, რომ მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაიყვანონ თუ პოლიკლინიკაში, ომეპრაზოლით უმკურნალონ თუ ლიდოკაინით, პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ეს კაცი არის პოლიტიკური პატიმარი და უნდა გაათავისუფლონ და მერე უნდა საირმეში წავა სამკურნალოდ, უნდა პოლიკლინიკაში და გასცემს სამართლებრივ პასუხს სასამართლოს, თუ აქვთ კითხვები”, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა