თეგებით ძიება

"ბრძოლა გრძელდება. გავიმარჯვებთ!" - გივი თარგამაძე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გივი თარგამაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის ფაქტს ეხმაურება და წერს, რომ "შუალედური, მაგრამ, უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოპოვებულია".

"ახლა, როდესაც კორტეჟი მთავარსარდალს გმირულად ნაომარ ჰოსპიტალში მიაცილებს, უკვე შემიძლია ვთქვა, რომ შუალედური, მაგრამ, უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოპოვებულია. მიშა იცოცხლებს და მაშასადამე, ის იმოქმედებს.
ეს გამარჯვება საზოგადოებისაა, რომელიც ერთიანობით აღუდგა წინ შიშველ სადიზმს. პოლიტიკოსების - მათ ხელისუფლების მხრიდან ყოველწუთიერ მცდელობას, ვითარების აუტანელ ზღვრამდე მიყვანით პროტესტი ძალადობრივ რელსებზე გადაეყვანა, დაუპირისპირეს საზოგადოებისთვის პროტესტის არაძალადობრივი, პერმანენტული, მტკიცე ფორმების შეთავაზება. ექიმების - კონსილიუმის სამივე ვერსიამ უერთგულა პროფესიას და ღირსეულად დაიცვა სიმართლე, გართულებებისას კი ყველა ექიმმა დაიცვა, გადაარჩინა სიცოცხლე. მამაცი ინდივიდების - ელენე ხიშტარიასი და სხვების, რომლებმაც საკუთრი თავგანწირვით გაამძაფრეს პროტესტი. თავისუფალი მედიის - ქვეყანაში სინათლის მცველის. გამოკვეთილად - ომბუდსმენის, ნინო ლომჯარიასი და მთელი სტაფის, ამ ადამიანმა არა მხოლოდ ოპტიმალურად იმოქმედა უფლებამოსილების ფარგლებში, საკუთარი ტაქტიკით, ფაქტობრივად, გაარღვია ქოცების, მათი აზრით, შეუვალი ჯებირი, გახსნა კვანძი და აჩვენა სამაგალითო პირადი სიმამაცე. ასევე, დაგვანახა, რამხელა ძალაა ქვეყანაში თუნდაც ერთი გამართული ინსტიტუცია. ასევე ძალზედ სასიხარული სიურპრიზია სახელმწიფო ინსპექტორის და მისი ოფისის ღირსეული მოქმედება.
თუ ქოცები ფიქრობენ, რომ კრიზისის ამ სადისტური განშტოების ამოწურვა მათ სამშვიდობოს გაიყვანს, ცდებიან. ნამდვილი კრიზისი - პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, არსად გამქრალა, ყოველდღიურად მძიმდება და აახლოებს მათს დასასრულს.
მიზანი ნათელია - სრულად პროპორციული რიგგარეშე არჩევნები, მიშას თავისუფლება, პოლიტპატიმრობის აღმოფხვრა და მომავლის დაბრუნება.
ბრძოლა გრძელდება. გავიმარჯვებთ", - წერს თარგამაძე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა