თეგებით ძიება

„ეჰ, ნათია, ნათია, რა გინდოდა ამ ეროვნულ ბანკში. არა და რა კარგი სტუდენტი იყავი? “ - რომან გოცირიძე ნათია თურნავას

"ევროოპტიმისტების" ლიდერი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში ჟურნალისთან საუბრის დროს მომხდარი გაუგებრობის შესახებ წერს, რომელიც მისი ვარაუდით, საახალწლო კურიოზებში მოხვდება. 

დილის კურიოზი:)

მივდივარ “ფორმულას” დილის გადაცემაში. იღება ლიფტი 17-ე სართულზე. დგას იქვე კამერა და ჟურნალისტი გოგონა. ჩქარობს, რომ სტუდიაში შესვლამდე მოასწროს კომენტარის ჩაწერა საინფორმაციოებისათვის. 

მეკითხება: ნათია თურნავამ რომ თავი მოიჭრა, რას იტყოდით ამაზე ( იგულისხმება ევროპის ყველაზე უარეს ბანკირად დასახელება ცნობილი გამოცემის მიერ)?

გამოუძინებლობის ბრალი იყო თუ უყურადღებობის, ვერ გეტყვით, კითხვა სხვანაირად გავიგე. 

ვპასუხობ გაკვირვებული : რატომ უნდა გავაკეთო კომენტარი იმაზე, თუ როგორ შეიჭრა თმა ნათია თურნავამ? თანც ვფიქრობ, პროტესტის ნიშნად რაიმე ორიგინალობა ხომ არ ჩაიდინა ან იუმორისტული გადაცემიდან ხომ არ არიან მეთქი?

მიხვდა ჟურნალისტი, რომ რაღაც გაუგებრობა იყო  და სხვანაირად მისვამს კითხვას: ნათია თურნავამ რომ ქვეყანას თავი მოსჭრა, რას იტყვით ამაზე? 

მერე კი გამინათდა  გონება.

ეთერშიაც მოვყევი. 

ჩემი პირველი პასუხი ალბათ საახალწლო კურიოზებში მოხვდება.😀

ეჰ, ნათია, ნათია, რა გინდოდა ამ ეროვნულ ბანკში. არა და რა კარგი სტუდენტი იყავი? იჯექი ყოველთვის ჩუმად ოროსანივით უკანა მერხზე ( ახლაც თვალწინ მიდგას), სინამდვილეში კი ხუთოსანი იყავი:))- წერს გოცირიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა