თეგებით ძიება
25. 12. 2024 მსოფლიო

რუსეთში ჰელსინკის კომისია "არასასურველ ორგანიზაციად" გამოაცხადეს

რუსეთში აშშ-ის ჰელსინკის კომისია "არასასურველ ორგანიზაციად" გამოაცხადეს. ამის შესახებ განცხადებას რუსეთის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

გადაწყვეტილების საფუძვლად ჰელსინკის კომისიის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისადმი მოწოდება სახელდება, რომელშიც კომისია მას რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების განსახორციელებლად უკრაინისთვის ATACMS-ის რაკეტების გადაცემას მოითხოვს.

"[ჰელსინკის კომისიის] საქმიანობა რუსეთში საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული, ორგანიზაციის წევრები მასობრივად ავრცელებენ მასალას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობის საგარეო და შიდა პოლიტიკის, სამართალდამცავი ორგანოებისა და სასამართლო სისტემის დისკრედიტაციას ახდენს", - ნათქვამია განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა