ეს კრიზისი შექმნა ცუდად ჩატარებულმა არჩევნებმა და მისი მოგვარება შეუძლია მხოლოდ კარგად ჩატარებულ არჩევნებს - თამარ ჩუგოშვილი
„ქართული ოცნება“ ახლა, არის ძალიან მარტო, იზოლირებული და ძალიან კარგად ხვდებიან, რომ ისინი არიან მიუღებელი, სრულიად დასავლეთისთვის - - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩიგოშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.
ჩუგოშვილის თქმით, მიმდინარე საპროტესტო აქციებიდან გამომდინარე, პროცესები ცალსახად პარლამენტის ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მიდის, ამავდროულად, არსებობს საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა.
„ჩვენ, ამ პროცესში, რეალურად ძალიან დიდი მოკავშირე გვყავს - ცივილიზებული სამყარო. „ქართული ოცნება“ ახლა, არის ძალიან მარტო, იზოლირებული და ძალიან კარგად ხვდებიან, რომ ისინი არიან მიუღებელი, სრულიად დასავლეთისთვის კეთროვანი პოლიტიკური ძალაა. ისინი მიუღებელი არიან ყველასთვის, ვინც ცივილიზებულ სამყაროში განსაზღვრავს ტონს და ქმნის პოლიტიკას. ძალიან კარგად ხედავენ, რომ ამ პროტესტს აქვს სერიოზული მხარდაჭერა და ვფიქრობ, რომ ეს აუცილებლად მიგვიყვანს არჩევნებამდე. სინამდვილეში, ეს კრიზისი შექმნა ცუდად ჩატარებულმა არჩევნებმა და მისი მოგვარება შეუძლია მხოლოდ კარგად ჩატარებულ არჩევნებს, სხვანაირად კრიზისი ვერ განიმუხტება. „ქართული ოცნება“ განსაკუთრებით ახალი წლის პერიოდში დაელოდება, შეხედავს, გადაივლის, თუ არა, თავისით, გაიწოვება თუ არა საპროტესტო მუხტი, შესაბამისად, გარედანაც წნეხი და როდესაც აღმოაჩენს, რომ არ გაიწოვება თავისით და მათი მხრიდან სჭირდება ნაბიჯის გადადგმა კრიზის დასრულებას, მერე უკვე დარწმუნებული ვარ, რომ ისინიც წამოვლენ არჩევნების საჭიროებაზე“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.