თეგებით ძიება

„ჩვენი ქვეყნისთვის უწმინდესის მოღვაწეობა გამორჩეული მნიშვნელობისაა!“ - ბადრი ჯაფარიძე

„უწმინდესი და უნეტარესი ილია II თითოეული ჩვენგანისთვის არის თავმდაბლობის, მიმტევებლობისა და სინანულის ნამდვილი მაგალითი“ - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრების 47-ე წლისთავს ულოცავს.

დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,  ილია II-ის აღსაყდრებიდან 47-ე წელი შესრულდა. ჩვენი ქვეყნისთვის  უწმინდესის მოღვაწეობა გამორჩეული მნიშვნელობისაა! 

უწმინდესის აღსაყდრებიდან დღემდე, მართლმადიდებლური სარწმუნოების განმტკიცებისა და  თანამოქალაქეების ეკლესიებში დაბრუნების თვალსაზრისით,  ჩვენმა ქვეყანამ უსაზღვროდ დადებითი ტრანსფორმაცია განიცადა. მისი უდიდესი ღვაწლით, ქრისტიანული ფასეულობების მნიშვნელობა  და  როლი საქართველოს მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაში საგრძნობლად  გაიზარდა. 

უწმინდესი და უნეტარესი ილია II თითოეული ჩვენგანისთვის არის თავმდაბლობის, მიმტევებლობისა და სინანულის ნამდვილი მაგალითი. 

მინდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს  ვუსურვო ჯანმრთელობა და დღეგრძელობა, რომ მას კიდევ დიდხანს შეეძლოს  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლობა, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის სულიერი მამობა - წერს ბადრი ჯაფარიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა