2024 წლის სექტემბერში, თბილისში 3 430 ბინა გაიყიდა - ყველაზე მეტი, 26% დიდ დიღომში
2024 წლის სექტემბერში, თბილისში 3430 ბინა გაიყიდა, რაც 14%-ით მეტია, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით - ამის შესახებ მონაცემებს საბროკერო, კვლევითი და საინვესტიციო კომპანია თიბისი კაპიტალი აქვეყნებს. მონაცემების თანახმად 2023 წლის სექტემბერში 2999 ბინა გაიყიდა.
ყველაზე მეტი ბინა დიდ დიღომში, საბურთალოსა და ისანში გაიყიდა. გაყიდული ბინების 26% დიდ დიღომში მდებარეობს. 15% საბურთალოზე, 11% კი ისანში.
აგვისტოს თვეში თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობა 3 133 იყო და გაყიდული ბინების რაოდენობით - 21% კვლავ დიდი დიღომი იყო პირველ ადგილზე, მეორეზე კი საბურთალო 15%.
ყველაზე მეტი ახალი ბინა დიდ დიღომში იყიდება, ძველი ბინების შემთხვევაში კი ლიდერი რაიონი საბურთალოა.