თეგებით ძიება

"პანაშვიდის დროს შევამჩნიე" - ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე, სოციალურ ქსელში წერს:

“სანამ სამუშაო დღეს შევუდგები, ერთ მარტივ ჭეშმარიტებას გეტყვით, – რასაც ადევს ტაბუ და არ შეიძლება გაცინება, ყველაფერი უკიდურესად საშიშია, ფანატიზმი ბუდობს იქ. კი, სიცოცხლისთვის საშიში (გაიხსენეთ შარლი ებდო). ყველაფერი ჯანსაღი და ნორმალური ხდება მაშინ, როცა გინდა რელიგია იყოს და გინდა რაც გინდა, გაცინება აკრძალული არ არის. მამაჩემი ძალიან თანამედროვე ადამიანი იყო და ვერც ძველ ნივთებს იტანდა, ერთადერთი ანტიკვარული, ქანქარიანი საათი ჰქონდა მშობლების სახლიდან, რომელსაც ყოველდღე დაქოქვა სჭირდებოდა. ერთ მსახიობზე ყვებოდა, ხელმარჯვე იყო და სტანისლავსკის თეატრში გასტროლებისას, თავისი ეპიზოდის შესრულებამდე დერეფანში ბოლთას სცემდა და დაინახა გაჩერებული საათი, ადგა და შეაკეთაო. ამაყად რომ მოახსენა თეატრის თანამშრომლებს, გიჯიგრეთ, შეგიკეთეთო, აუტეხეს პანიკა, ეს რა ქენი, კონცეპტი იყო ეგა, სტანისლავსკის სიკვდილის დროზე იყო გაჩერებულიო. ხოდა მამა რომ გარდაიცვალა, საათის დაქოქვა არავის გახსენებია, მისი გასართობი იყო ეგ საათი. პანაშვიდის დროს შევამჩნიე, რომ საათი არ მუშაობს და იმ მსახიობის (თუ არ ვცდები, ღაღანიძის) ისტორია გამახსენდა. ხოდა სიცილი კი მოგისმენიათ ჩემი. ეგრეა და რა გიყოთ?” – წერს ნათია ფანჯიკიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა