თეგებით ძიება

"ვბრაზობ, იმიტომ რომ გამჭვირვალეა ივანიშვილის მანიპულაციის მეთოდები და ამდენი იდიოტი, მაგის მახეში ვარდება" – თამარ ჩერგოლეიშვილი

„ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ "დღეს ბიძინა ივანიშვილი არის უფრო ძლიერი, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამდე იყო".

„ნამდვილად გასახარია, რომ ადამიანები აღარ შიმშილობენ და სააკაშვილი კლინიკაშია, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს ბიძინა არის უფრო ძლიერი, ვიდრე სააკაშვილის ჩამოსვლამდე იყო.

საპარლამენტო ბოიკოტის დროს მელია დაიჭირა და მაგის გათავისუფლება აქცია ნაცების, ლელოს და სხვების “გამარჯვებად” და სანაცვლოდ პარლამენტში შერეკა -პარლამენტის ლეგიტიმაცია მიიღო. გათავისუფლების მოთხოვნით მოშიმშილე სააკაშვილი გლდანში გადაიყვანა, ღირსება შეულახა და იქამდე დატოვა, სანამ გამარჯვებად სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა არ აქცია.

მე ვბრაზობ, იმიტომ რომ გამჭვირვალეა ივანიშვილის მანიპულაციის მეთოდები და ამდენი იდიოტი, მაგის მახეში ვარდება – ცუდია, როცა თავს მანიპულირებულად გრძნობ", - წერს ჩერგოლეიშვილი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა