თეგებით ძიება

"ალტიფოს ბრაშკა - ჩვეულებრივი კრიმინალები, დამრბევები და მოძალადეები. ამიტომ ეს უფრო სახიფათო პროექტია ვიდრე წინები" - გიგი უგულავა

პოლიტიკოსი, გიგი უგულავა "ალტ ინფოს" პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბების ფაქტს ეხმაურება და წერს, რომ ეს რუსული პროექტია.

"პატრიოტთა ალიანსი დასრულდა, ახლა ალტ ინფოს კონსერვატიული მოძრაობა დაუარსებიათ. ის ბიჭი დაძაბული, თვალებს ცოტა შეშინებული რომ აცეცებს, ფილიპეს ბიჭი, მახარაძე დირექტორად დაუნიშნავთ.
"საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გასაღები მოსკოვში, კრემლშია". "ჩვენ არც პრორუსული არც პროდასავლური, ჩვენ პროქართული მოძრაობა ვართ". დღეს გაისმოდა. ეს ლოზუნგები უფრო ასაკიანია ვიდრე კონსერვატორი მახარაძე. და როგორც ისტორიიდან ვიცით, მას მხოლოდ რუსეთის ამფსონები ამბობდნენ
ასე ტრიალებენ წრეზე ეს რუსები და გვივლიან გარშემო მშიერი მგლებივით. ხან ერთს გამოაგდებენ ხან მეორეს. ამჯერად ეს ალტიფოს ბრაშკა - ჩვეულებრივი კრიმინალები, დამრბევები და მოძალადეები. ამიტომ ეს უფრო სახიფათო პროექტია ვიდრე წინები.
ხშირად მეკითხებიან- რად უნდათ რუსებს ახალი პროექტი? ხომ ყავთ ბიძინა და მისი ოცნება? იყოს, ეგდოს, გამოდგება. ესაა რუსული ლოგიკა. რასაც ერთი არ ან ვერ გააკეთებს მეორე იზამს, როგორც 5 ივლისს. მოკლედ, გვიტევენ და ჩვენც უნდა შევუტიოთ
ქვეყანა რომელიც დასავლეთს კარს უხურავს, კარს უღებს რუსეთს", - წერს უგულავა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა